ჩვენ შესახებ

ციფრული ტექნოლოგიების კომპანია My GPS დაარსდა 2007 წელს. ჩვენ ვართ კომპანია, რომელმაც პირველი ქართული GPS მოწყობილობების წარმოება დაიწყო და ბაზარზე უპრეცედენტო სერვისის მიწოდების შესაძლებლობა გააჩინა. დღესდღეობით ბაზარზე ვმუშაობთ უმაღლესი ხარისხის ევროპული პროდუქტით და ციფრული ტექნოლოგიების პროგრამულ უზრუნველყოფას ვახორციელებთ GeliosSoft -ის საშუალებით. ჩვენ გთავაზობთ, ავტოპარკის და საწვავის LIVE რეჟიმში მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და მსოფლიოს 195 ქვეყანაში. 2016 წლიდან კომპანია ფლობს ISO სერტიფიკატს. კომპანია დაკომპლექტებულია დიდი გამოცდილების მქონე გუნდით. ჩვენ წლების განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ ქვეყნის წამყვან კერძო კომპანიებთან და საჯარო სექტორთან

დაგვიკავშირდით

ჩვენი ისტორია

ამ დროის განმავლობაში კომპანიის სახელს უკავშირდება არაერთი ციფრული ტექნოლოგიების ექსკლუზიური პროდუქტის შექმნა:

2007 წლის 27 ივლისს დაარსდა კომპანია მაიჯიპიესი და დასრულდა პროგრამასა და მომსახურების კონცეპტუალურ სქემაზე მუშაობა.

2007

2008 წელს კომპანიამ განახორციელა პირველი სარეკლამო კამპანია და საფუძველი ჩაეყარა პირველ თანამშრომლობას. ქვეყანაში გაიზარდა ცნობადობა და ინტერესი ავტოპარკის კონტროლის მიმართ.

2008

2009 ვისოლთან თანამშრომლობით მაიჯიპიესმა შექმნა პროდუქტი GOLIVE. ეს არის ვისოლის კორპორატიული პლასტიკური ბარათისა და GPS/GPRS მოწყობილობის სისტემის ინტეგრირების შედეგად მიღებული ექსკლუზიური პროდუქტი რომელსაც ანალოგი არ აქვს.

2009

2010 MyGps იყო პირველი კომპანია რომელიც ჩაერთო საქართველოს რკინიგზის მართვის ოპტიმიზაციასა და მოძრავი შემდაგენლობების ციფრულ დისპეტჩერიზაციაში. კომპანიამ სპეციალურად რკინიგზისთვის შეიმუშავა ახალი პროგრამა. სისტემის საშუალებით 24 საათიან ონლაინ რეჟიმში მოხერხდა თბომავლების და ელმავლების მონიტორინგი.

2010

2011 წელს მაიჯიპიესმა დაიწყო ურთიერთობა შპს მექანიზატორთან. კომპანიამ სპეციალურად მათთვის შექმნა ახალი GPS მოწყობილობის ნაირსახეობა M1-can, რომელსაც აქვს დამატებითი ფუნქციები და მორგებულია ტრაქტორის ეფექტურ მონიტორინგზე.

2011

2011 წლიდან დღემდე მაიჯიპიესი მომსახურებას უწევს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, რაც გულისხმობს სატუმბ სადგურებში არსებულ წყლის ტუმბოებზე GPS G1 მიმღებ-გადამცემი მოწყობილობების მონტაჟს, G1 მათთვის შეიქმნა. ასევე დაინერგა სპეციალიზებული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ტუმბოების ელექტრონულ მართვას და კონტროლს.

2011

2013 წელს კომპანია წარმატებით ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის პროექტს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ზოგადი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის დაფინანსების ფარგლებში მაიჯიპიესი უზრუნველყოფს საქართველოს საჯარო სკოლების აფხაზეთი, სამეგრელო, ზემო სვანეთის რეგიონებში მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურებას. რაშიც, იგულისხმება წინასწარ დათქმული უბნებიდან საჯარო სკოლამდე და სკოლიდან უკან მოსწავლეების გადაყვანა.აღნიშნული პროექტის ფარგლებში შპს მაიჯიპიესმა 400-მდე მოქალაქე დაასაქმა.

2013

2013 წლიდან კომპანია მაიჯიპიესი ძირითად საქმიანობის გარდა სხვადასხვა პროდუქტების შექმნას იწყებს მათ შორის ტაბლოებს. ვისოლის ბენზინ- გასამართ სადგურებზე დამონტაჟდა ჩვენს მიერ შექმნილი ელექტრო ტაბლოები, რაზეც შესაძლებელია ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ინფორმაციის გამოსახვა (ფასი, ტემერატურა, დრო) კერძო კომპანიების გარდა მაიჯიპიესი სახელმწიფო სტრუქტურებს ემსახურება ტექნიკურად და პროგრამულად უზრუნველყო ქალაქ ბათუმისა და რუსთავის ავტობუსების გაჩერებაზე ინფორმაციის შეუფერხებელი მიწოდება მათი გადაადგილების გრაფიკის შესახებ.

2013

2015 წელს კომპანია მაიჯიპიესმა რამდენიმე წლიანი კვლევისა და განვითარების შემდეგ აამუშავა შუქ-დიოდური განათების სისტემების პირველი საწარმოო ხაზი საქართველოში MLED ბრენდით. საუკეთესო კომპონენტებისა და მოხერხებული დიზაინით პირველი სანათები ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და თავიდანვე დაიკავა ადგილი საიმედო პროდუქციის შორის. სანათებმა წარმატებით გაიარეს საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი უმკაცრესი შემოწმება და დამსახურებულად მიენიჭათ TUV SUD-ის ლაბორატორიების მიერ გაცემული სერტიფიკატები.

2015

„ტექნოლოგიურ სამყაროში ადამიანის წვლილი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ ადამიანური ურთიერთობები შეუცვლელია. ჩვენს გუნდში სწორედ ასეთი ღირებულებებით იქმნება ყველა სიახლე, რომელიც თქვენამდე გუნდის თითოეულ წევრს, დაუღალავი შრომითა და გულმოდგინებით მოაქვს. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ, ნებისმიერი სერვისის შეთავაზებისას ორიენტირებული ვიყოთ ინოვაციასა და ადამიანურ ღირებულებებზე, რადგან ვქმნით :იმას რაც ადრე შეუძლებელი იყო!“.

მიხეილ ჩაკაბერია
გენერალური დირექტორი