მოწყობილობა

  • GPS მოწყობილობები
  • საწვავის სენსორი
  • ტემპერატურის სენსორი
  • ძრავის დისტანციური გამორთვის რელე
  • მძღოლის იდენთიფიკატორი

FMB900

FMB900 არის სათვალთვალო ტერმინალი GNSS და GSM კავშირით, რომელსაც შეუძლია შეაგროვოს მოწყობილობის კოორდინატები და გადასცეს ისინი GSM ქსელის საშუალებით სერვერზე. ეს მოწყობილობა იდეალურია პროგრამებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ობიექტების მდებარეობის დისტანციურად განსაზღვრას.

 

 

 FMB120

  • FMB120 – კომპაქტური პროფესიონალური GPS- ტრეკერია,  შიდა მაღალი გაფართოების GSM ანტენებით და გარე GNSS ანტენებით, რომელსაც შეუძლია შეკრიბოს მოწყობილობის კოორდინატები და სხვა საინტერესო მონაცემები და გადასცეს GSM სერვერს. ეს მოწყობილობა იდეალურად თავსებადია ისეთი პროგრამებისთვის, სადაც საჭიროა ობიექტების ადგილსამყოფელის განსაზღვრა: ავტოპარკის მართვა კომპანიებისთვის ისეთი როგორიცა მანქანების გაქირავება, ტაქსი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სალოგისტიკო კომპანია, პირადი ავტომობილები და ა. შ.. FMB120 გაძლევთ საშალებას დისტანციურად მართოთ ისეთი პროცესები, როგორიცაა ძრავის მდგომარეობის მონიტორინგი, სატვირთოს კარების მართვა და ა. შ..

 FMB125

FMB125 არის მოწინავე GPS ტრეკერი, გარე GNSS ანტენის, RS232 და RS485 ინტერფეისებით, ორმაგი SIM, Bluetooth, შიდა ბატარეა. ეს მოწყობილობა იდეალურად თავსებადია ისეთი პროგრამებისთვის, სადაც საჭიროა ობიექტების ადგილსამყოფელის განსაზღვრა: ავტოპარკის მართვა კომპანიებისთვის ისეთი როგორიცა მანქანების გაქირავება, ტაქსი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სალოგისტიკო კომპანია, პირადი ავტომობილები, მძიმე ტექნიკა და ა. შ. FMB125 გაძლევთ საშალებას დისტანციურად მართოთ ისეთი პროცესები, როგორიცაა გაუმართაობის გამოვლენა, ძრავის დაქოქვის გარეშე გადაადგილების გამოვლენა,  მძღოლის იდენტიფიკაცია, საწვავის დონის მზომი სენსორები  და მრავალი სხვა.

 

 

 

BCE FMS500 Light

FMS 500 Light + არის პროფესიონალური GPS ტრეკერი თქვენი მანქანის დისტანციური GPS მონიტორინგისთვის ან თქვენი მანქანის სხვადასხვა მონაცემების მონიტორინგისთვის, მათ შორის საწვავის კონტროლისთვის. ამ მოწყობილობით შეგიძლიათ სრულად აკონტროლოთ თქვენი პირადი მანქანის ან დიდი ავტოპარკის მოძრაობა. შესაძლებელია საწვავის და საწვავის გადინების დონის დაკვირვება. GPS tracker BCE FMS500 Light + აღჭურვილია RS-232, RS-485 და Wiegand 26 ინტერფეისებით, რაც ტრანსპორტის მონიტორინგის ბაზრის ამოცანების უმეტესობის შესრულების საშუალებას იძლევა.

 

 

 

 

ДУТ600

ЭСКОРТ ДУТ 600 – არის უნივერსალური საწვავის დონის მზომი ნებიესმიერი მოცულობის ავზისთვის, მას 5 რეჟიმის მხარდაჭერა აქვს, რაც საშუალებას აძლევს იყოს თავსებადი ნებისმიერი სანავიგაციო მოწყობილობისთვის და არა მარტო.

.

მალფუჭებადი საქონლის ტრანსპორტირებისას მთავარი წესია ტემპერატურის რეჟიმის მკაცრი დაცვა. ამისათვის ჩვენმა კომპანიამ წარმოადგინა გამოსავალი ტემპერატურის სენსორი, როგორც სატელიტის მონიტორინგის სისტემის ნაწილი.

ტემპერატურის სენსორის უპირატესობები:

  • მაცივარში ტვირთის გადაზიდვისას მთელი მარშრუტის მანძილზე ტემპერატურის რეჟიმის შესაბამისობის მონიტორინგის შესაძლებლობა.
  • სამაცივრო და გამათბობელი დანადგარის მუშაობის კონტროლის შესაძლებლობა.
  • ტრანსპორტირების დაწესებული პარამეტრებიდან გადახრის შემთხვევაში, პასუხისმგებელ პირს ეძლევა შესაძლებლობა მყისიერად შეაფასოს სიტუაცია მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და თავიდან აიცილოს ტვირთის დაზიანება.
  • სამაცივრო დანადგარში ტემპერატურის ნორმიდან გადახრის შესახებ მძღოლის ინფორმირების შესაძლებლობა.

Როგორ მუშაობს?

ჩვენი კომპანიის მხოლოდ კვალიფიციური თანამშრომლები აკავშირებენ GPS ტრეკერს ტემპერატურის სენსორთან.
თქვენ მიიღებთ შემდეგ მონაცემებს:

  1. მიმდინარე ტემპერატურის დონე.
  2. ტემპერატურის ცვლილებები დინამიკაში გამოსახული გრაფიკებზე
  3. დეტალური ანგარიში ტემპერატურის დონის შესახებ ნებისმიერი შერჩეული პერიოდისთვის.
  4. оnline, sms- ით და ელ.ფოსტით შეტყობინებები ნორმიდან ტემპერატურის გადახრის შემთხვევაში.
  5. მაცივრის მოქმედი რეჟიმი
  6. მაცივრის ჩართვის / გამორთვის ზუსტი დრო და ადგილი
  7. კარის გახსნის / დახურვის ზუსტი დრო, ადგილმდებარეობა და ხანგრძლივობა.

თუ თქვენს ავტოპარკში გყავთ  სატვირთო მანქანები მაცივარებით და გსურთ იცოდეთ როგორ შეიძლება მალფუჭებადი საკვების ტრანსპორტირება ზაფხულში ხარისხის დაკარგვის გარეშე, დაგვიკავშირდით. კვალიფიციური სპეციალისტები დაუყოვნებლივ გირჩევენ ამ გადაწყვეტილების შესაძლებლობებსა და სპეციფიკას.

GPS მონიტორინგის სისტემის ერთ-ერთი დამატებითი ფუნქციაა ძრავის დისტანციური დაბლოკვა.
ძრავის დისტანციური დაბლოკვა ყველაზე ეფექტური იქნება იმ კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობაში შედის მანქანის დაქირავება და ტაქსის მომსახურება. ასევე ორგანიზაციებისთვის, რომელთაც საკუთარი ავტოპარკისთვის თანამედროვე ქურდობის საწინააღმდეგო სისტემა სჭირდებათ. კერძო მანქანების მფლობელები ასევე დაინტერესებულნი არიან დისტანციური ძრავის გამორთვა და დაბლოკვის სისტემით, როგორც ქურდობისგან დაცვის დამატებითი გზა.
დაბლოკვამ შეიძლება იმუშაოს რამდენიმე სიტუაციაში:

  1. თუ მანქანა მოიპარეს;
  2. შეუძლებელია მძღოლთან დაკავშირება;
  3. თუ პანიკის ღილაკია გააქტიურებული.

მანქანის მოძრაობის პროცესში, თქვენ ვერ გამოიყენებთ დაბლოკვის ფუნქციას, ავარიის თავიდან ასაცილების მიზნით. რეკომენდებულია სტარტერის დაბლოკვა GPS- ის საშუალებით. ძრავის დაბლოკვის მოწყობილობის მანქანაში მონტაჟის შემდეგაც კი, თაღლითი ვერ შეძლებს მის დაქოქვას. პრაქტიკაში, სისტემამ დაამტკიცა, რომ ის ეფექტურია. თუ ძრავის დაქოქვა გნებავთ საჭიროა გაგზავნოთ შესაბამისი ბრძანება.

GPS ტრეკერის საშუალებით სასარგებლო ინფორმაციის მიღების ერთ – ერთი გზაა მძღოლის იდენტიფიკატორის დაყენება კაბინაში, რაც საშუალებას გაძლევთ აწარმოოთ ანგარიში მძღოლის სამუშაო დროის შესახებ და მოახდინოთ ანგარიშგების პროცედურის ავტომატიზაცია.

მძღოლის იდენტიფიკატორი შეუცვლელია, როდესაც ერთ ტექნიკაზე ან მანქანაზე მოდის რამოდენიმე მძღოლი. მზგავსი  სიტუაცია ძალიან ხშირია სოფლის მეურნეობაში, სადაც მძღოლის შეცვლა ხშირად ხდება არა ავტოპარკის ოფისში, არამედ პირდაპირ საველე სიტუაციაში. ბარათის  წამკითხველში ჩასმისას  და მძღოლის იდენტიფიცირებისას, დისპეტჩერი იღებს შესაბამის შეტყობინებას, რომელიც ავტომატურად შედის GPS მონიტორინგის სისტემის ანგარიშში. ცვლის ბოლოს, მორიგე მძღოლი ათავსებს თავის ბარათს და დება მისი იდენტიფიცირება, რასაც ასევე აფიქსირებს დისპეტჩერი. ამრიგად, რეალური სამუშაო დროის ზუსტი აღრიცხვა ხორციელდება დისტანციურად.

დაგვიკავშირდით

ოპერატორი დაკავებულია. გთხოვთ მოგვწეროთ შეტყობინება.

გაქვთ კითხვა ან პრობლემა? სიამოვნებით დაგეხმარებით მოგვარებაში.

საუბრის დასაწყებათ დააჭირეთ ENTER