კომპანიის შესახებ

გაიმარტივეთ კონტროლი, დაზოგეთ დრო და ფული.

შპს „მაიჯიპიეს“, როგორც პიონერი ავტოპარკის მართვასა და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების წარმოებაში, დაარსდა 2007 წელს. კომპანიის კომპეტენციაა: GPS მოწყობილობის წარმოება, რეალიზაცია და შემდგომი მომსახურების გაწევა, საწვავის კონტროლი და მართვის სისტემების ავტომატიზირება. ქართულ ბაზარზე ერთადერთია, რომელიც თავად უშვებს ჯიპიეს მოწყობილობებს. მაიჯიპიესი ლიდერია. აქვს დიდი ხნის გამოცდილება ამ სფეროში და ფლობს ბაზრის წილის 57%. წარმომადგენლობა ჰყავს როგორც თბილისში, ასევე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. მისი წლიური ბრუნვაა 2,5 მილიონი ლარი. დასაქმებულია 35 მაღალ კვალიფიციური პერსონალი.

კომპანიამ შექმნა პროგრამა, რომლითაც მომსახურებას უწევს ასობით კომპანიას და ხელს უწყობს მათ შეუფერხებლად აკონტროლონ ათასობით სატრანსპორტო საშუალება 24 საათის განმავლობაში. აქტიურად ესწრება მსხვილ ტექნოლოგიურ გამოფენებს დარგში არსებული სიახლეებისა და მოწინავე გადაწყვეტილებების კომპანიის საქმიანობაში დასანაერგად.

მაიჯიპიესი ქმნის ბიზნეს აპლიკაციებს, რომელიც შეიძლება ინდივიდუალურად მოერგოს ნებისმიერი საქმიანობის სფეროს. მცირე დროში შესაძლებელია პროგრამა ადაპტირდეს მომხმარებლის ინტერესებსა და მოთხოვნებზე.

კომპანია გამოირჩევა გუნდური მუშაობით რაც წარმატების უდავო საწინდარია. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ შემოგთავაზოთ სრულყოფილი და თქვენთვის საუკეთესო სერვისი, ფასი და ხარისხი.

დააყენეთ ჯიპიესი და გაიმარტივეთ კონტროლი. თქვენ შეძლებთ შეამციროთ ავტოპარკის შენახვის ხარჯები და გაიუმჯობესოთ სატრანსპორტო მომსახურების ხარისხი. მიიღოთ სასურველი ინფრომაცია შეუფერხებლად 24 საათის განმავლობაში, კონტროლი არა მხოლოდ საქართველოში არამედ მსოფლიოს სხვა 195 ქვეყანაშია შესაძლებელი. თამამად თქვით, რომ იყენებთ GPS ტექნოლოგიებს და ზრუნავთ თქვენი სერვისის ხარისხსა და დროულობაზე.

  • მისია: გაგიმარტივოთ კონტროლი, დაზოგოთ დრო და ფული
  • მიზანი: მომხმარებელი კომანიების მატერიალური, ფინანსური და ადამიანური რესურსული დანახარჯების დაზოგვა და ნაყოფიერების ზრდა მაღალ-ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების საფუძველზე.
  • სლოგანი: ის რაც ადრე წარმოუდგენელი იყო

მიხეილ ჩაკაბერია

დამფუძნებელი

m@mygps.ge

დავით ჭიჭინაძე

დამფუძნებელი

d@mygps.ge

თემურ მატუა

დამფუძნებელი

t@mygps.ge



წლების მიხედვით:


  • 2007 წლის 27 ივლისს დაარსდა შ.პ.ს „მაიჯიპიეს“-ი და დასრულდა პროგრამასა და მომსახურების კონცეპტუალურ სქემაზე მუშაობა.


  • 2008 წელს კომპანიამ განახორციელა პირველი სარეკლამო კამპანია და საფუძველი ჩაეყარა პირველ თანამშრომლობას. გაიზარდა ცნობადობა და ინტერსი ავტოპარკის კონტროლის მიმართ.


  • 2009 წელს ავტოპარკის კონტროლს დაემატა საწვავის მონიტორინგი. ვისოლთან თანამშრომლობით მაიჯიპიესმა შექმნა ახალი პროდუქტი GOLIVE. ეს არის ვისოლის კორპორატიული პლასტიკური ბარათისა და GPS/GPRS მოწყობილობის სისტემის ინტეგრირების შედეგად მიღებული ექსკლუზიური პროდუქტი, რომელსაც ტექნიკურად უზრუნველყოფს შპს „მაიჯიპიეს“-ი. მას საქართველოში ანალოგი არ ჰყავს.


  • 2009 წელს კომპანია ჩაერთო საქართველოს რკინიგზის მართვის ოპტიმიზაციასა და მოძრავის შემდაგენლობების ციფრულ დისპეტჩერიზაციაში. წარმატებული ურთიერთობა დღემდე გრძელდება. მაიჯიპიესმა შექმნა ახალი პროდუქტი M2 და Md1. ეს GPS მოწყობილობის ნაირსახეობებია, რომელთაც აქვს დამატებითი ფუნქციები და მორგებულია მოძრავი შემადგენლობების (ელმავლების და თბომავლების) ეფექტურ მონიტორინგზე. კომპანიამ სპეციალურად რკინიგზისთვისშეიმუშავა ახალი პროგრამა. ასევე შექმნა სადისპეჩერო ცენტრი და ავტომატური ბლოკირების სისტემა, საიდანაც 24 საათიან ონლაინ რეჟიმში ხდება თბომავლების და ელმავლების მონიტორინგი. შესაძლებელი გახდა საწვავის ხარჯვის კონტროლი და სატრანსპორტო საშუალების საწვავის ცვლილების გამოვლენა. მოხდა არსებულ პროგრამასთან ინტეგრაცია სინქრონიზაციის უზრუნველყოფა.პროექტმა 1,5 მილიონით ლარით შეუმცირა ხარჯები საქართველოს რკინიგზას უკვე პირველი წლის განმავლობაში.


  • 2010 წელს მაიჯიპიესმა დაიწყო ურთიერთობა შპს მექანიზატორთან. კომპანიამ სპეციალურად მათთვის შექმნა ახალი GPS მოწყობილობის ნაირსახეობა M1-can, რომელსაც აქვს დამატებითი ფუნქციები და მორგებულია ტრაქტორის ეფექტურ მონიტორინგზე. სტანდარტული მომსახურების გარდა შესაძლებელი გახდა გაეგოთ: ძრავის ბრუნვის რიცხვი, მოწყობილობა ასევე ითვლის მოტო საათებს.


  • 2011 წლიდან დღემდე შპს „მაიჯიპიეს“-ი მომსახურებას უწევს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, რაც გულისხმობს სატუმბ სადგურებში არსებულ წყლის ტუმბოებზე GPS G1 მიმღებ-გადამცემი მოწყობილობების მონტაჟს, G1 მათთვის შეიქმნა. ასევე დაინერგა სპეციალიზებული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ტუმბოების ელექტრონულ მართვას და კონტროლს. შესაძლებელია ტუმბოების ჩართვა-გამორთვა ოფისიდან გაუსვლელად, წინასწარ განსაზღვრული დროის მონაკვეთში. მართვა გამარტივებულია და სმს გზავნილის მეშვეობითაც კი შესაძლებელია. პროგრამას შეუძლია სტატუსების აღდგენა, გრაფიკის გადაცემა და წნევის გაზომვა.


  • 2012 წელს კომპანიამ მოთხოვნის შესაბამისად დაიწყო GPS მოწყობილობის ნაირსახეობების მასიური წარმოება.


  • 2012 წელს მაიჯიპიესმა პროგრამულად უზრუნველყო ქალაქ ბათუმსა და რუსთავში ავტობუსების გაჩერებებზე ინფორმაციის შეუფერხებელი მიწოდება ავტობუსების გადაადგილების გრაფიკის შესახებ.


  • 2013 წელს მაიჯიპიესი გადავიდა ახალ ოფისში. მოხდა რეორგანიზაცია და გაიზარდა თანამშრომელთა რაოდენობაც.


  • 2013 წელს კომპანია წარმატებით ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის პროექტს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ზოგადი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის დაფინანსების ფარგლებში მაიჯიპიესი უზრუნველყოფს საქართველოს საჯარო სკოლების აფხაზეთი, სამეგრელო, ზემო სვანეთის რეგიონებში მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურებას. რაშიც, იგულისხმება წინასწარ დათქმული უბნებიდან საჯარო სკოლამდე და სკოლიდან უკან მოსწავლეების გადაყვანა.აღნიშნული პროექტის ფარგლებში შპს მაიჯიპიესმა 400-მდე მოქალაქე დაასაქმა.


  • 2013 წელს მაიჯიპიესმა ვისოლისთვის შექმნა ელექტრო ტაბლოები. ვისოლის ბენზინ-გასამართ სადგურებზე იყო მექანიკური ფას-მაჩვენებლები და ოპერატორებს ხელით უწევდათ ფასების შეცვლა, მოდერნიზაციის შემდეგ დაყენდა ტაბლოები.ფასების შეცვლა და მისი კონტროლი ხდება სერვერიდან. ცვლილება შესაძლებელია SMS და მეხსიერების ბარათის საშუალებითაც. კომპანია ვისოლის ბენზინ-გასამართ სადგურებზე ფასთან ერთად გამოსახულია დრო და ტემპერატურა. ტაბლოზე შესაძლებელია ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ინფორმაციის გამოსახვა.


  • 2013 წლიდან განახლდა კომპანიის საერთაშორისო მომსახურება. მაიჯიპიესი მომხმარებელს სთავაზობს ავტოპარკის და საწვავის კონტროლს მსოფლიოს 195 ქვეყანაში.


  • 2014 წელს კომპანიამ განაახლა პროგრამა. სერვისს დაემატა ახალი ფუნქციები, რამაც უფრო ზუსტი, მარტივი და კომფორტული გადახა მომსახურება.

დაგვიკავშირდით

ოპერატორი დაკავებულია. გთხოვთ მოგვწეროთ შეტყობინება.

გაქვთ კითხვა ან პრობლემა? სიამოვნებით დაგეხმარებით მოგვარებაში.

საუბრის დასაწყებათ დააჭირეთ ENTER