შპს „მაიჯიპიეს“-ი გაწევრიანდა „GS1 საქართველო“-ში

შპს „მაიჯიპიეს“-ი გაწევრიანდა „GS1 საქართველო“-ში

GS1 საქართველო (www.gs1ge.org), არის ერთ-ერთი GS1-ის წევრ 112 ორგანიზაციას შორის, რომელიც პროდუქციის აღრიცხვიანობის მოწესრიგებისა და ელექტრონული ბიზნესის განვითარების მიზნით ახორციელებს საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭებას წევრი კომპანიებისათვის. საქართველოში GS1 სისტემის ადმინისტრირების ოფიციალური უფლება „GS1 საქართველოს“ ეკუთვნის. კომპანიის პრეფიქსი, რომელსაც „GS1 საქართველო“ გასცემს ქვეყნის კოდით – 486 იწყება. სწორედ ამ სამი ციფრის საშუალებით იდენტიფიცირებული ქართული პროდუქცია ცნობადია მთელს მსოფლიოში.

შპს „მაიჯიპიეს“-ი (www.mygps.ge) 2016 წლის 15 სექტემბერს გაწევრიანდა „GS1 საქართველო“-ში და მას მიენიჭა კომპანიის პრეფიქსი 486 011109. კომპანიამ უკვე დაიწყო სასაქონლო შტრიხ-კოდის გამოყენება საქართველოში წარმოებულ შუქ-დიოდურ (ლედ) სანათების (www.mled.ge) აღსარიცხავად. დღეიდან მომავალში აღნიშნული პრეფიქსით მარტივი იქნება შპს „მაიჯიპიეს“-ის მიერ საქართველოში წარმოებული ლედ სანათების, როგორც სანდო და საიმედო საქონლის იდენტიფიცირება