შპს „მაიჯიპიეს“-ი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა

შპს „მაიჯიპიეს“-ი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა

ამერიკის სავაჭრო პალატის საბჭოს (www.amcham.ge) გადაწყვეტილებით 2016 წლის 13 სექტემბერს შპს „მაიჯიპიეს“-ი (www.mygps.ge) გახდა პალატის წევრი, რაც საშუალებას მისცემს როგორც კომპანიას, ასევე პალატას განამტკიცოს ბიზნეს-კავშირები მომიჯნავე დარგის წარმომადგენლებთან.

პალატის საქმიანობა საქართველოში მოიცავს წევრების საერთო ეკონომიკური ინტერესების დაცვას და წარდგენას გადაწყვეტილებების მიმღებების წინაშე. ამასთან, ხელს უწყობს კონსტრუქციული გადაწყვეტილებების მიღებას საქართველო-აშშ ბიზნეს-ურთიერთობებში. პალატის ამოცანაა საკუთარი მიზნების მისაღწევად მოსაზრებები გააცნოს აშშ და საქართველოს სახელისუფლებლო უწყებებს და მაღალჩინოსნებს.

შპს „მაიჯიპიეს“-ი, როგორც ამერიკული კომპანია CREE-ის კომპონენტებზე დაფუძნებული ლედ სანათების (www.mled.ge) მწარმოებელი მოხარულია სრულფასოვანი მონაწილოება მიიღოს ამერიკული სავაჭრო პალატის მუშაობაში.